11 წლის ბარბარე მახათაძეს, რომელიც ესპანური „ვოისის“ კონკურსანტია, ოთხივე მწვრთნელი შემოუტრიალდა და მათგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
ამის შემდეგ პატარა მომღერალმა მწვრთნელად ერთ-ერთი ჟიურის წევრი აირჩია, რამაც საოცარი ემოციები გამოიწვია. შერჩეული მწვრთნელი სცენაზე ავიდა და ბარბარე მახათაძე ხელში აიტაცა.
სოციალურ ქსელში განთავსებულ ემოციურ კადრებს უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს.