LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა“ – ჯესიკა ჩესტეინის წარმოუდგენელი „ლუქების“ ცვენა გლამურულ ჟურნალში

170
page

45 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა, ჯესიკა ჩესტეინმა გამოცემა Marie Claire-ის ნომერი დაამშვენა. ფოტოსესიისთვის წითურთმიანმა ვარსკვლავმა საოცრად შთამბეჭდავი „ლუქები“ მოირგო. მას განსაკუთრებით შვენოდა მოკლე, მკერდმოღებული მწვანე კაბა, რომელსაც ჯესიკამ ბადე კოლჰოტი შეუხამა. არანაკლებ დახვეწილი იყო ჩესტეინის მეორე „ლუქი“, მას Erdem skirt-ის ჟოლოსფერი ქვედაბოლო ამშვენებდა, როლის ღირებულებაც 1245 ევროა.

ინტერვიუში ჯესიკამ პირად ცხოვრებასა და კარიერულ მიღწევებზე ისაუბრა. ის აცხადებს, რომ მას ცხოვრებაში საოცრად გაუმართლა.

„მე ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ მაქვს არჩევანის გაკეთების საშუალება. მომწონს იმის შეგრძნება, რომ მე თავისუფალი ვარ“, –  აცხადებს მსახიობი, რომელმაც წელს „ოსკარის“ რიგით 94-ე დაჯილდოების ცერემონიალზე თავისის პირველი „ოსკარის“ ჯილდო მიიღო.

ფოტო: ჯესიკა ჩესტეინმა პირველი „ოსკარი“ მიიღო

ჯესიკა ჩესტეინმა წითელ ხალიჩაზე „გუჩის“ ატლასის კაბაში გაიბრწყინა

ედი რედმეინი სერიული მკვლელის როლში  – მსახიობი ჯესიკა ჩესტეინთან ერთად ახალი ფილმის პრემიერაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები