LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე და ჭანტურა წელს ჩვენი გაცნობის 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, იმ დროს სულ რაღაც 20-21 წლისები ვიყავით“ – „მის საქართველო 2017“- ის ნია წივწივაძის ემოციური პოსტი

422
ნია წივწივაძე

„მის საქართველო 2017“ ნია წივწივაძე და ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურია გაცნობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ამ დღის აღსანიშნავად ნია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„მე და ჭანტურა წელს ჩვენი გაცნობის 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, იმ დროს სულ რაღაც 20-21 წლისები ვიყავით.
9 წლის წინ პირველად ვიმოგზაურეთ ერთად და თან იტალიაში.
8 წლის წინ მისი მოთხოვნით და რჩევით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი და იქ გამარჯვების შემდეგ ყველაფერი სხვანაირად განვითარდა ჩემს ცხოვრებაში. 7 წლის წინ ჩვენი პირველი სახლი ვიყიდეთ ერთად… და ეს ,,ერთად’’ ყველაზე მეტად მომწონს ამ ისტორიაში.
6 წლის წინ ხელი მთხოვა და თან ისე რომანტიკულად დაგეგმა ეს ყველაფერი…

ამ 10 წელში ბევრი რამ მოვასწარით: მნიშვნელოვანი ნაბიჯები კარიერაში, ერთად სწავლაც კი მისი გამომშვიდობება მისთვის ყველაზე მთავართან ცხოვრებაში, დისტანციური ურთიერთობაც რამდენიმე წლის წინ და რაც ყველაზე მთავარია და არაფერი შეედრება ამ 10 წელში მომხდარ არცერთ ამბავს და ისტორიას – ჩვენი ორი შვილია.
Happy anniversary ჭანტურ და გისურვებ არასოდეს გამოგველიოს ერთმანეთთან სასაუბრო თემა, ისე როგორც ეს 10 წლის წინ ხდებოდა, ყველაზე მეტად ჩვენს ურთიერთობაში სწორედ ჩვენი კომუნიკაციის უნარი მეამაყება.“ – წერს ნია წივწივაძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო: „მის საქართველო“ ნია წივწივაძე: „ჩემი მეუღლე ხუმრობს, რომ ფეხბურთს ჩვენი ტყუპების გამო დაანება თავი…“

ფოტო: „რა ლამაზები ხართ“ – „მის საქართველო“ ნია წივწივაძე უსაყვარლესი ტყუპების ნათლობის კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g