ტელესახე გვანცა დარასელია ჟურნალ „სარკესთან“ ცხოვრების ახალ გამოწვევებზე გულახდილად საუბრობს.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს 30 ივლისის „სარკის“ ნომრიდან.
„17ივლისს ჩვენი ქორწინებიდან 15 წელი გავიდა. ამ დღეს თავადაც ვსაუბრობდით, თუ რამდენი გამოვიარეთ და რამდენი რამ მოხდა ამ 15 წლის განმავლობაში. რეალურად მივხვდით, რომ მართლა დროსა და სიტუაციაში გამოიცადა და გამოიწრთო ჩვენი ურთიერთობა. პირველ რიგში, ეს ყველაფერი დაფუძნებულია ძალიან დიდ სიყვარულსა და ნდობაზე. ჩვენც არ გვჯერა, რომ ამდენი წელი გავიდა.
ამ დროის განმავლობაში კრიზისულ ეტაპებად შეიძლება ჩაითვალოს, როცა საქმე კარიერას ან ჯანმრთელობას ეხება. ოჯახში თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს, ეს საერთო პრობლემაა და ყველანი ერთობლივი ძალებით ვცდილობთ მის გადალახვას. პრინციპში ბევრს გავუძელით და ამით უფრო გავძლიერდით“, – ამბობს გვანცა დარასელია „სარკესთან“ საუბარში.