„პირველი და მეორე შემაკავებელი ორდერი იყო შვილის ფაქტორი. უფრო მეტიც, არათუ მემუქრებოდა, მე გადმომიგზავნეს მისი ხმოვანი შეტყობინება, სადაც ამბობდა, რომ ჩემთვის შვილი უნდა მოეკლათ“, – ამის შესახებ ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლი, ხათუნა მიქაცაძე „ფორმულას“ ეთერში აცხადებს.
„სხვას სთხოვდა, რომ შვილი მოუკალით. პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მაქვს ეს ყველაფერი. არ გეგმავდა, უბრალოდ ეუბნებოდა, რომ დაიწყეთ და მოუკალით შვილი. ეს ლაპარაკია ჩემს ვაჟზე – ნიკოლოზზე, რომელიც ახლა 20 წლის არის. ამიტომ, ყველა ქალმა უნდა ვიცოდეთ< რომ ჩვენს უკან დგანან ჩვენი შვილები და სისუსტის გამოჩენის უფლება არ გვაქვს“, – აცხადებს ხათუნა მიქაცაძე.
ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ლუკა კურტანიძე, 27 ივლისს ქობულეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს დაესხა თავს. კურტანიძე იმ დღესვე დააკავეს.