LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე გახლავართ ცოცხალი მაგალითი იმ ადამიანისა, რომელიც მადლიერია ბიძინასი იმისთვის, რაც კარგი გაუკეთებია ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვის… ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადამიანის შექება, თუ რამე კარგს გვიკეთებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს სიჩუმეს, თუ იგივე ადამიანი რაიმე მნიშვნელოვანს აფუჭებს“ – გია ხუხაშვილი

551
გია ხუხაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ეროვნული ნაკრები

გუშინ გავრცელდა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გუნდის კაპიტნის, გურამ კაშიას განცხადება, სადაც იგი მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“, ჯილდოს სახით, ნაკრებისთვის 30 მილიონი ლარი გამოიყო, რაც მათივე თქმით, ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს.

ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გუნდისთვის მიცემული პრემიაზე ფეხბურთელთა გამოხმაურებები მთავარი პოლემიკისა და არაერთგვაროვანი შეფასების საგანი გახდა სოციალურ ქსელში, რასაც ექსპერტი გია ხუხაშვილი პოსტით ეხმაურება:

„მე გახლავართ ცოცხალი მაგალითი იმ ადამიანისა, რომელიც მადლიერია ბიძინასი იმისთვის, რაც კარგი გაუკეთებია ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვის. ამაზე ბევრი მიწერია წიგნში.

ასევე ცოცხალი მაგალითი ვარ იმ ადამიანის, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს მას იმ დამანგრეველი, მანკიერი პოლიტიკისთვის, რომლითაც ქვეყანა კატასტროფის ზღვარზე დააყენა და ყველაფერს ვაკეთებ მისი ძალაუფლებისგან ჩამოშორებისთვის.

არ არსებობს აბსოლუტური ბოროტება, ისევე როგორც არ არსებობს აბსოლუტური სიკეთე.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადამიანის შექება, თუ ის რამე კარგს გვიკეთებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს სიჩუმეს, თუ იგივე ადამიანი რაიმე მნიშვნელოვანს აფუჭებს.

წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებიც ყველაფერთან ერთად ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები არიან“, – წერს გია ხუხაშვილი.

„რას ჰქვია, მადლობა რატომ გადაუხადეს 30 მილიონის გამოო? ვერ ვიჯერებ, რომ ამას წერს ხალხი… აბა, რა უნდა ექნათ? უმადური არც კაცი ვარგა და არც ქალი… მადლობა არ ნიშნავს პოლიტიკურ მხარდაჭერას და ძალიანაც სწორი ქნეს ფეხბურთელებმა, გავეშვათ ამ ბიჭებს“ – ინგა გრიგოლია

ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გუნდისთვის მიცემული პრემიაზე ფეხბურთელთა გამოხმაურებები მთავარი პოლემიკისა და არაერთგვაროვანი შეფასების საგანი გახდა სოციალურ ქსელში, რასაც ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პოსტით ეხმაურება.

ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ნაკრებისთვის, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარის გადაცემისთვის მადლობელია როგორც თავად, ისე ნაკრების თითოეული წევრი.

„რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს. ძალიან მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე თითოეული ფეხბურთელი ამ ყველაფრის გამო. კარგი იქნება, თუ კიდევ მეტი კომპანია გამოჩნდება და ფეხბურთში ჩადებს თანხებს. მნიშვნელოვანია, გამოჩნდა რამხელას ნიშნავს ფეხბურთი ხალხისთვის. მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე მთელი ნაკრები“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

ოთარ კიტეიშვილის თქმით, ევროპული გამოცემებიც წერდნენ ეროვნული ნაკრების 30 მილიონით დაჯილდოებაზე, რაც ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი.

„რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, არის ძალიან დასაფასებელი ფაქტი, არა მარტო ჩვენი მხრიდან, ფეხბურთელებს ვგულისხმობ, არამედ მთელი ქართველი ხალხის მხრიდან. ევროპული გამოცემები წერდნენ ამ ფაქტის შესახებ და ამის აფიშირება ხდებოდა, ეს ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი და ძალიან მაგრად შეგვიძლია გულშემატკივრობაც და მხარდაჭერაც. ვფიქრობ, ძალიან კარგი მაგალითი იყო ამის“, – განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g