63 წლის მარკ ბრაიანი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც გადაწყვიტა სამსახურში ქალის ტანისამოსში გამოწყობილმა იაროს. ის ფიქრობს რომ ჩაცმულობას სქესი არ გააჩნია. მისი თქმით, მისი გარდერობის 50 პროცენტს ქვედაბოლოები, კაბები და ქუსლიანი ფეხსაცმელი შეადგენს.
„მე ჰეტეროსექსუალი ვარ, თუმცა სამსახურში ძალიან მომწონს ქვედაბოლოებითა და ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული და ჩემი ცოლი წინააღმდეგი სულაც არ არის. მე LGBTQ საზოგადოებისგან ბევრი ნეგატიური კომენტარი დავიმსახურე. ისინი მე მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ მე მათ მხარს არ ვუჭერ. თუმცა რა კავშირი აქვს ჩაცმულობას სექსუალურ ორიენტაციასთან?!“, – აცხადებს მარკი.