LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ჯერ ღმერთისთვის არ მიკითხავს, რატომ“? – რა უთხრა პატრიარქმა ტარიელ ხარხელაურს შვილის გარდაცვალების შემდეგ

488
ფორტუნა (51)

პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა თათია შარანგიას გადაცემაში „სთორი“ მის გარდაცვლილ შვილზე ისაუბრა.

„ბექა თავისუფალად იზრდებოდა. არასდროს მითქვამს მისთვის, ასე არ გააკეთო – მეთქი.  მას ჩხუბი არ უყვარდა, ჩემგან განსხვავებით…

ეს ჩემი განსაცდელია, უფალმა აქაც გამომცადა, რამდენად ღირსეული იქნები იმ განსაცდელისთვის. მე ჯერ ღმერთისთვის არ მიკითხავს, რატომ?

ყოველთვის საკუთარ თავთან მაქვს დაპირისპირება, საკუთარ თავში ვეძებ დამნაშავეს.

ბექა 23 წლის იყო, დედა უყვარდა სასწაულად. მის აუგად ხსენებას არავის პატიობდა. დედის გინების გამო დაუპირისპირდა მეზობელი სოფლიდან ბიჭს…

გარდაცვლილი თბილისში ჩამოასვენეს. მორწმუნე ვიყავი, მაგრამ ეკლესიური ნაკლებად ვცხოვრობდი. პატრიარქს რომ შევხვდი, კიბეებზე ძლივს ავდიოდი. შვილის 40 ხდებოდა.

ჩემი ისტორია რომ მოისმინა, პატრიარქმა მითხრა, „თქვენ გაცვალეთ მამა-შვილობა. ის მამაა, შენ შვილი, შენ სხვა მისია გაკისრიაო“. რომ გამოვედი პატრიარქისგან, საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი, რაზედაც ვფიქრობდი, ამ ორმა სიტყვამ შეცვალა“. – იხსენებს პოეტი.

„ბედნიერი ვარ, რომ დედას ვუვლიდი.. არავის მივეცი მისი მოვლის საშუალება“ – ტარიელ ხარხელაური მშობლებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები