მე კიდევ მივმართავ ირაკლი დგებუაძეს, თუ უნდა კაცად დარჩეს მიუხედავად მომხდარისა, მოუხადოს ბოდიში ქალს, რომელსაც მან დაკავების დროს შეურაცხყოფა მიაყენა, – აღნიშნულის შესახებ ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელი შიმშილობს არა პატიმრობის გამო (მზია თავის სამართალს ადრე თუ გვიან მაინც ნახავს), არამედ იმის გამო, რომ მას, როგორც ქალს დაკავების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მე კიდევ მივმართავ ირაკლი დგებუაძეს, თუ უნდა კაცად დარჩეს მიუხედავად მომხდარისა, მოუხადოს ბოდიში ქალს, რომელსაც მან დაკავების დროს შეურაცხყოფა მიაყენა. მზია ამაღლობელი შიმშილობს არა პატიმრობის გამო (მზია თავის სამართალს ადრე თუ გვიან მაინც ნახავს), არამედ იმის გამო, რომ მას, როგორც ქალს დაკავების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს, ღირსება შეულახეს და დაამცირეს (ყველა გარემოებაზე მისი კოლეგები და ადვოკატები მზიას სურვილით არ საუბრობენ).
რაც შეეხება მზიას ოჯახის წევრებს და მეგობრებს, მათ ყველაზე მეტად უნდათ, რომ მზიამ იცოცხლოს და ყველაზე მეტად ცდილობენ გადააფიქრებინონ შიმშილობა და მათზე პასუხისმგებლობის ტვირთის დაკისრება რეალური დამნაშავეების ბრალის გაუფასურებაა“, – წერს ნინო ლომჯარია.