რა ქმნის ურთიერთობებში ზოგჯერ ძლიერ ემოციურ და დამღლელ მდგომარეობას – ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:
„მე მას შევცვლი“, „მას უბრალოდ ჩემამდე ვერავინ უგებდა“…
თუ ეს ფრაზები თქვენთვის ნაცნობია, მაშინ თქვენ ურთიერთობაში ხართ არა როგორც პარტნიორი, არამედ როგორც „კრიზის-მენეჯერი“.
ჩვენ ხშირად გვიყვარდება არა ის, ვინც ჩვენ წინ დგას (თავისი ნაკლოვანებებით), არამედ ის, ვინც შეიძლება გახდეს, თუ ჩვენ მას „გადავარჩენთ“, „განვკურნავთ“ და „ფეხზე დავაყენებთ“.
ფსიქოლოგიაში ამას თავისი სახელი აქვს: ეს არ არის სიყვარული, ეს არის „მშველელის კომპლექსი“,- წერს რამაზ გიგაური.
