LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე მას ვაკოცე და მომეწონა“ – Diplo აცხადებს, რომ ჯასტინ ტრუდოს ხვდებოდა – კეტი პერიმ უჩვეულო „სამკუთხედში“ ამოჰყო თავი

239
page

DJ-მ და პროდიუსერმა, დიპლომ (Diplo) გადაცემაში სტუმრობისას სკანდალური განცხადება გააკეთა. მუსიკოსის თქმით, ის კეტი პერის შეყვარებულს, კანადის ყოფილო პრემიერ -მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს ხვდებოდა.

„მე ჯასტინს ვაკოცე და მომეწონა, მასთან რომანი მქონდა“, – აცხადებს მუსიკოსი.

საუბრისას მან ისიც დაამატა, თითქოს ორივესთან ჰქონდა სასიყვარულო კავშირი, როგორც თავად ჯასტინთან, ისევე კეტისთან. ჯერჯერობით აღნიშნულ განცხადებაზე რეაგირება არც პერის მოუხდენია და არც ტრუდოს. ბევრი ფიქრობს, რომ დიპლომ ყველაფერი ხუმრობით თქვა, ტაბლოიდები კი აჭრელდნენ, რომ პერიმ უჩვეულო სამკუთხედში ამოჰყო თავი.

ცნობილი ხდება, თუ რით მოხიბლა კანადის ექს-პრემიერ-მინისტრმა კეტი პერი

კეტი პერიმ და ჯასტინ ტრუდომ ურთიერთობა ოფიციალურად პარიზში, გასულ კვირას გაასაჯაროვეს, სადაც არტისტმა 41-ე დაბადების დღე აღნიშნა. როგორც წყარო ET-ს უყვება, ეს რომანი კეტისთვის მართლაც „სუფთა ფურცლიდან დაწყებული ცხოვრებაა“.

„ყველაფერი მის ცხოვრებაში თითქოს თავიდან იწყება. კეტი შესანიშნავ განწყობაზეა,
ჯასტინი მას განსაკუთრებულად აგრძნობინებს თავს და ეს ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. კეტი აღფრთოვანებულია მისით. ის დახვეწილი და მომხიბვლელია, კეტისთვის ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენს. კეტი ასტროლოგითაა გატაცებული, ჯასტინი კი მიწის სტიქიის წარმომადგენელი, თხის რქაა“
, – აცხადებს ინსაიდერი.

კეტი პერიმ ჯას­ტინ ტრუ­დოსთან რომანის შესახებ დუმილი დაარღვია და ორლანდო ბლუმსაც გადასწვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები