LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე მინდა მიშა სარჯველაძეს გადავუხადო მადლობა, რომელმაც ღირსეულად უპასუხა ამ მცირე ლიბერალურ-ფაშისტურ ექსცესს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ“ – ირაკლი კობახიძე

144
ირაკლი კობახიძე მიხეილ სარჯველაძე

მინდა გამოვეხმაურო მორიგ ლიბერალურ-ფაშისტურ პატარა გამოხტომას, რომელიც განხორციელდა ჩვენი კოლეგის მიხეილ სარჯველაძის მიმართ – 2024 წელი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელი. 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრ მიხელ სარჯველაძესთან დაკავშირებულ ინციდენტს, სადაც ჯანდაცვის მინისტრს ქუჩაში მოქალაქემ “მონა” და “ბიძინას რუსი” ეძახა.

მისი თქმით, ე.წ. გულმხურვალე ახალგაზრდა, რომელიც მიხეილ სარჯველაძეს ქუჩაში სიტყვიერად დაუპირისპირდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია.

„ამ თავდასხმის ავტორი იყო ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა, რომელიც შემდეგ შემთხვევით აღმოჩნდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, კერძოდ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, „ნაბიჯის“ ლიდერი, ვინმე ჩხობაძე. საინტერესოა, რომ ეს ორგანიზაცია პარალელურ რეჟიმში ფინანსდება, ჩვენი ინფორმაციით, ერთი მხრივ, კეზერაშვილი- დიმა ჩიქოვანის მხრიდან და მეორე მხრივ, კონკრეტული უცხოური დონორების მხრიდან. ეს ადამიანი აპროტესტებდა იმ კანონის მიღებას, რომლის საფუძველზეც მას მოუწევს საკუთარი „შავი ფულის“ გასაჯაროება. მესმის, რომ არ მოსწონს არავის გამჭვირვალობა, გამჭვირვალობა არ არის კომფორტული და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება ასეთი ადამიანებისთვის არ არის კომფორტული, თუმცა მოვუწოდებ ყველას, რომ მოთოკონ ემოციები და შეეგუონ გამჭვირვალობას, რომელიც 1945 წლის შემდეგ, არის ერთ-ერთი საკვანძო ევროპული პრინციპი, ასეთად არის აღიარებული. სამწუხაროა, რომ ეს ლიბერალური ფაშიზმი მიზანმიმართულად და კოორდინირებულად ფინანსდება უცხოური წყაროებიდან, დონორი ორგანიზაციების მიერ, რაც, მე ვიტყოდი, არის დანაშაული ქართული საზოგადოების წინაშე. მე მინდა მიშა სარჯველაძეს გადავუხადო მადლობა, რომელმაც ღირსეულად უპასუხა ამ მცირე ლიბერალურ-ფაშისტურ ექსცესს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ.

2024 წელი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელი. 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ხოლო 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების წელი. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს და მე ვარ დარწმუნებული, რომ მომავალ წელს ჩვენი პოლიტიკა, საზოგადოება და სახელმწიფო იქნება სრულად თავისუფალი ლიბერალური ფაშიზმისგან, რისთვისაც ჩვენ გავაკეთებთ უკლებლივ ყველაფერს“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები