LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე მჯერა ნეკასი და თანადგომას ვუცხადებ…ასეთი ქალები წერენ ქალთა უფლებების ისტორიას საქართველოში: მარიამ კუკუნაშვილი

2440
კუკუნაშვილი - დოროყაშვილი

სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის „NEW LIFE“-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს ნეკა დოროყაშვილს თანადგომას უცხადებს. როგორც მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ასეთი ქალები წერენ ქალთა უფლებების ისტორიას საქართველოში.

მარიამ კუკუნაშვილი ნეკა დოროყაშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ნიკოლოზს პიანინოში ვუგროვებდი ფულს, მანქანაშიც გაგვითენებია…“ – ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილთან გატარებულ რთულ პერიოდზე

„რატომ არ მომტყდა მარჯვენა ხელი, როდესაც ჯვრისწერის დროს თავზე გვირგვინი დაგადგი. შურისძიების ეშმაკით ხარ შვილო შეპყრობილი“ – ანთიმოზ ივერიელი ნეკა დოროყაშვილს

„გულწრფელი და გმირული ნაბიჯები. მე მჯერა ნეკასი და თანადგომას ვუცხადებ მას. ასეთი ქალები წერენ ქალთა უფლებების ისტორიას საქართველოში, იმიტომ, რომ ბევრმა ქართველმა ქალმა და კაცმა ძალადობა ძალადობა რომაა და კერძოდ რა არის ძალადობა ეგეც არ იცის.

იმათ გასაგონად კი ვინც კითხულობს რაში გვაინტერესებს ამათი ამბავიო გეტყვით: იმიტომ, რომ ქართულ ტოქსიურ მასკულინურ პატრიარქატში ოჯახების 90% დისფუნქციურია და ეს ნორმად არის დაკანონებული. ასევე იმიტომ, რომ ფსიქიური ტრავმების ჩუმი ეპიდემიაა იმ ბავშვებში და მოზარდებში, რომლებიც ასეთ ოჯახებში იზრდებიან. ასევე იმიტომ, რომ როდესაც ოჯახში მამა მოძალადეა დედა კი უბედური, ბავშვის ფსიქიკა ინტერნალიზებას აკეთებს ნეგატიური მშობლის ფიგურისას და ზრდასრულობაში თავად ხდება ის, რაც მამა იყო მისთვის და დედასთვის: არ არსებული ემოციურად საკუთარი თავისა და ცხოვრების მიმართ…ამას კი მოსდევს ის გართულებები როგორიც არის სუიციდი, ნარკომანია, ტოქსიური მიჯაჭვულობები და ძალადობრივი ურთიერთობების ფორმირება. ამიტომ ასეთი ისტორიები ყველას უნდა გვაინტერესებდეს.

იყო წარმატებული არ ნიშნავს არ იყო მოძალადე. უფრო მეტიც მოძალადეები რაციონალურად განვითარებულები და საზოგადოებრივად High functioning არიან. დარწმუნებული ვარ ნეკას გამარჯვებაში და იმაშიც, რომ უფრო და უფრო მეტი ქალი იბრძოლებს საკუთარი უფლებებისთვის“, – წერს კუკუნაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g