LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე, „მოამბის” კორესპონდენტი (უკვე 15 წელია) ვითხოვ კონკრეტულად გვითხრან! – ვინ ვერ თანამშრომლობს ვასკასთან“ – ირმა ჭოლაძე

165
ირმა ჭოლაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტი, ირმა ჭოლაძე „პირველი არხის“ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი „მოამბის“ წამყვანი განუსაზღვრელი დროით აღარ უნდა იყოს.

„უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მოიხსენიებთ აუგად ჩემს იმ კოლეგებს, ვისაც ახლა მიჰყავს „მოამბე“ 18 საათზე“ – რა მიმართვას ავრცელებს ვასილ ივანოვ – ჩიქოვანი

„მე, ირმა ჭოლაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა “მოამბის” კორესპონდენტი (უკვე 15 წელია) ვითხოვ კონკრეტულად გვითხრან! – ვინ ვერ თანამშრომლობს ვასკასთან, ვის უქმნის მაღალი პროფესიონალიზმით და პიროვნული თვისებებით დაჯილდოებულ ადამიანთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან მუშაობა დისკომფორტს!!! რათა ვიცოდეთ! მეტი ამ გადაწყვეტილების შესახებ და ასევე, რათა თავი დაიცვას ყველა სხვა კორესპონდენტმა, პროცესისგან, რომ ვასკასთან დაკავშირებულმა
პრეცედენტმა, არ მიიღოს შეუქცევადი ხასიათი!“ – წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტი, ირმა ჭოლაძე სოციალურ ქსელში.

საია: „საზოგადოებრივი მაუწყებელი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს საჯარო პოზიციების გამო დევნის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g