LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე მომიხდა და შენც მიიღე” ჩვენთან ძალიან პრობლემურია – ბუწაშვილი განმარტავს, როდის სჭირდება კოვიდინფიცირებულს ანტიბიოტიკი

627
1

როდის, რა შემთხვევაში უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი და რა ზიანს იწვევს მისი თვითნებური მიღება – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “იმედის” ეთერში ისაუბრა.

როგორც ბუწაშვილი განმარტავს, კორონავირუსი არის ვირუსი, ანტიბიოტიკი კი ვირუსის წინააღმდეგ არ არის.

მისი თქმით, ფრაზა “მე მომიხდა და შენც მიიღე”, ქვეყანაში ძალიან პრობლემურია:

“ანტიბიოტიკი არ არის ვირუსის წინააღმდეგ. კორონავირუსი არის ვირუსი და მასზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. არის სიტუაციები, როდესაც კოვიდს დაერთვება სხვა ინფექცია, რომელიმე ბაქტერიით გამოწვეული, ეს არც ისე ხშირია და ამ დროს შეიძლება ექიმმა გადაწყვიტოს, რომ საჭიროა ანტიბიოტიკი, მაგრამ თავისთავად კოვიდი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ანტიბიოტიკი სჭირდება.

განსაკუთრებით ხშირად, ადამიანები მოითხოვენ ანტიბიოტიკის მიღებას, როდესაც აქვთ მაღალი სიცხე, ეს ყველაზე დიდი შეცდომაა.

კოვიდისთვის ჩვეულებრივი სიმპტომია მაღალი სიცხე – 38-39 გრადუსი შეიძლება იყოს დღეების განმავლობაში, მაგრამ ესეც არ ნიშნავს, რომ ადამიანს ანტიბიოტიკი სჭირდება. მეტიც, ანტიბიოტიკი არაფერს არ უშველის, შეიძლება პირიქით…

შეცდომა ის არის, რომ – “მე მომიხდა და შენც მიიღე”, ჩვენთან ძალიან პრობლემურია.

სიცხე თავისით, რაღაც დროის შემდეგ, გაივლის და ადამიანები ამას აბრალებენ ანტიბიოტიკს, სიმპტომებიც დროთა განმავლობაში გადის და ბრალდება ამ არამიზნობრივ ანტიბიოტიკს.

მეორე მხრივ, ჩვენ დიდი პრობლემის წინაშე ვართ. ეს პრობლემა ისედაც იყო და კოვიდის შემდეგ კიდევ უფრო მწვავედ მოველით, რომ დადგება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა.

სამწუხაროდ, ზოგჯერ ახლაც გვეთესება ისეთი ბაქტერიები პაციენტებში, როცა უკვე ძალიან შეზღუდულები ვართ და არ ვიცით, რას მივმართოთ, რომელ მედიკამენტს, იმიტომ, რომ უმრავლესი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულია (ორგანიზმი).

ზოგადად, ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება, განსაკუთრებით, როდესაც მაღალი სიცხე აქვთ, აუცილებლად უნდა მიიღონ რაღაც წამალი და სიცხის დამწევიც ძალიან ზედმეტად გამოიყენება ჩვენთან. გადასხმები კიდევ ერთი ცალკე დიდი თემაა – თუ როგორ უყვართ ჩვენთან და როგორ აბსოლუტურად ზედმეტია”, – განაცხადა ბუწაშვილმა.

ინფექციონისტის განმარტებით, ტემპერატურა, შესაძლოა ძალიან დიდხანს გაგრძელდეს – ერთი კვირა, 8, 10 დღე, თუმცა ესეც არ ნშნავს, რომ ანტიბიოტიკი საჭიროა:

“რადგან ტემპერატურა თუ არის ვირუსული წარმოშობის, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, ანტიბიოტიკს არ საჭიროებს და ვერც ვერაფერს ვერ უშველის”,- ამბობს მაია ბუწაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g