LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე მყავდა 3 შვილი და „სთორი“… ახლა მყავს 5 შვილი და „სთორი“, რომელმაც ასე დამიფასა სიყვარული და თავდადება“ – თათია შარანგიას გადაცემა წლის „წარმატებული ტელეპროექტი“ გახდა

784
ფორტუნა (37)

თათია შარანგიას გადაცემა „სთორი“  2023 წლის წარმატებული ტელეპროექტი გახდა.

თათია შარანგია სოციალურ ქსელში მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ წარმატების უკან დგას.

„სთორი სულ მალე 6 წლის ხდება!!! ალბათ სიმბოლურიც არის, რომ დღეს გახდა წლის „წარმატებული ტელეპროექტი“… მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს შემოქმედებით ჯგუფს, მადლობა ჩემს დიდ ოჯახს, მადლობა ჯარჯის და ჩემს შვილებს, მადლობა „ქართული ბრენდის დღის“ დამფუძნებელს, ქალბატონ მანანა გეგიძეს, რომელმაც საშუალება მისცა ადამიანებს ისე გავებედნიერებინე, როგორი ბედნიერიც ვარ დღეს, რადგან საზოგადოების სიყვარული არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ჯილდო.

მე მყავდა 3 შვილი და „სთორი“… ახლა მყავს 5 შვილი და „სთორი“, რომელმაც ასე დამიფასა სიყვარული და თავდადება….
მადლობა იმ ადამიანებს, რომელმაც აირჩია “სთორი/Story,“- წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები