LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე მზად ვარ სარჩელი გამოვიტანო, ოღონდ ამ ქვეყანაში რამე გაკეთდეს – მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტზე

141
5c6e6106bfa7d

„არ ვიცი, რა გარანტია უნდა დადოს სახელმწიფომ, რით უნდა იყოს ის გამყარებული, მაგრამ მე მზად ვარ სარჩელი გამოვიტანო არბიტრაჟიდან, ოღონდ ამ ქვეყანაში რამე გაკეთდეს“, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე BMGTV-ის გადაცემა „რედაქტ2“-თან ინტერვიუში აცხადებს.

„ჩვენ საერთაშორისო არბიტრაჟში რატომ წავედით?! – განა იმიტომ, რომ ფული მოვთხოვოთ სახელმწიფოს – არა. მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ და საერთაშორისო ბერკეტი გვქონდეს, რომ ანაკლია ავაშენოთ და არა ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ფული წავართვათ.

როცა რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ჩრდილოეთის გზები ჩამოვიდა სამხრეთით და ეს სამხრეთი ვართ ჩვენ, ანუ შუა დერეფანი არის საქართველო და ამ დროს პოლიტიკურად გეშინია ხმამაღლა თქვა, რომ მოდი, დავა შევწყვიტოთ, შევხვდეთ იმ ინვესტორებს, რომლებმაც ანაკლიაში ფული უკვე ჩადეს და შესთავაზო მათ პროექტის განახლება, ანუ არ ხარ დაინტერესებული პროექტის განხორციელებით“, – აღნიშნა ხაზარაძემ „რედაქტ2“-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ის ამ მთავრობის ხელში ანაკლიის პორტის აშენების რეალურ შანსს ვერ ხედავს, თუმცა იქვე დასძენს, რომ დღეს ჩხუბის დრო არაა. „დღეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის მომენტია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებშია“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g