37 წლის მომღერალმა, ჯესი ჯემ The Sunday Times-თან საუბარში გაიხსენა ყველაზე მტკივნეული მომენტი, თუ როგორ ატირდა, როცა ოპერაციის შემდეგ საკუთარ ნაწიბურებს პირველად შეხედა.
„გუშინ საღამოს დედა მეხმარებოდა, სახვევს მიკრავდა, რადგან მე ნაწიბურებს ვერ ვეხები და ვერც ვუყურებ. უცებ ტირილი ამიტყდა, ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მე დამემართა… დედამ მითხრა, ნეტავ შენს მაგივრად მე დამჭირვებოდა ოპერაციაო, უეცრად ორივე ვტიროდით…“, – იხსენებს მომღერალი.
ცნობისთვის, ვარსკვლავს ივნისში მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა სიმსივნე ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეს, ჯესი ჯეის მაინც სრული მასტექტომია დასჭირდა.
ჯესი ჯეის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – 37 წლის არტისტი ვიდეოს ავრცელებს
„შვილი ხელში ვერ ამყავს… მასტექტომიიდან 4 კვირა გავიდა“ – ჯესი ჯეი „ინსტაგრამზე“ პოსტს ავრცელებს


