LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე პირადად მეგონა რომ გეგმა არსებობდა…არანაირი ნიჰილიზმი მეგობრებო, ეგ უნდა მტერსაც, არანაირი თითის გაშვერა“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

495
2025-10-05_01-39-17_236646

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში დღევანდელ არჩევნებსა და საპროტესტო აქციას ეხმაურება.

მისი თქმით, დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა სასტიკად გაბრაზებულია.

„მე პირადად მეგონა რომ გეგმა არსებობდა. იმედის თამასა აწიეს უმაღლეს ლეველზე და ბოლოს წამყვანად დარჩა ბიჭი, რომელსაც ვერ გავაგებინეთ რომ ორბელიანზე ბავშვები იყვნენ ჩარჩენილები და უნდა გამოგვეყვანა, ან დავხმარებოდით ჩვენი იქ ყოფნით.
რომ ვერ გავაგებინე ვაგინე. ბრაზის გამო იყო ჩემი ემოცია. ხვალ დავდებ ვიდეოს სრულ ვერსიას.

რადგან მედიამ ეს თემა არასწორად გააშუქა ამით დავიწყე და ახლა მთავარი.
კარგი იქნებოდა უფრო მკაფიო გეგმას ეარსება დღეს მაინც, უფრო გასაგები ყოფილიყო რა უნდა ექნათ ადამიანებს, ვინმე სულიერს სცენაზე ეარსება და ხალხთან ესაუბრა! ვიღაც ბიჭის იმედად არ ვყოფილიყავით, რომელიც გონში არ იყო რას აცხადებდა
მაგრამ… ეს პროცესი ვერ გააქრობს მთავარს.

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა სასტიკად გაბრაზებულია და ცვლილებები უნდა. ათი ათასობით გაბრაზებული ადამიანი გამოვიდა გარეთ და ეს ბრაზი არსად წავა.

ფაქტია ამ ქვეყანაში სწორი ცვლილებების მოტანა ხალხს უფრო შეუძლია ვიდრე პოლიტიკურ ელიტას და საბოლოო სიტყვასაც ხალხი იტყვის.

ფაქტია პაატამაც და ყველა სხვა დანარჩენმაც საკუთარი თავისუფლება დადეს სასწორზე. გერმანიაში გაქცეულებს არ უკარნახიათ რა უნდა გვექნა.

ყველაზე მძიმე ფასსაც თავად გადაიხდიან და არანაირი ნიჰილიზმი მეგობრებო. ეგ უნდა მტერსაც. არანაირი თითის გაშვერა.

სანამ ერთი ადამიანი მაინც გავა აქციაზე, ვიდრე ხალხი დასახსნელი გვყავს ბრძოლა გრძელდება“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g