საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით უკრაინაში ელჩს კონსულტაციებზე არ დაიბარებენ.
დასმულ კითხვაზე – აღიძვრება თუ არა დამატებითი საქმეები სააკაშვილის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ მას პრეზიდენტი შეიწყალებს, ზალკალიანმა უპასუხა: „მე რა შუაში ვარ, პროკურატურა ვარ?!“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, თბილისში კონსულტაციებისთვის 2020 წლის 8 მაისს დაიბარეს, მაშინ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თანამდებობაზე დაინიშნა.