„ურსას“ სოლისტის, გიორგი ძოწენიძის მეუღლე, მია მაჩაბელი მეორე ნახევართან თანაცხოვრებას ჟურნალ „სარკესთან“ (14 მაისის ნომერი) დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ მეორე ნახევარს მხოლოდ ორი თვისება აღმოუჩინა, რაც მანამდე არ იცოდა – გიორგის ძალიან უყვარს ძილი და ასევე – ცოტა დაგვიანება:
„გიორგისთან თანაცხოვრებისას აღმოვაჩინე, რომ ძალიან უყვარს ძილი. სხვა მნიშვნელოვანი არაფერია. ეს ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის ვცდილობდით, ვყოფილიყავით ისეთები, როგორებიც ვართ. ხასიათები არ შეგვიფუთავს. მე რომ რთული ხასიათი მაქვს, ეს თავიდანვე ჩანდა. გიორგის, პირიქით, ძალიან კარგი ხასიათი აქვს და ესეც თვალნათელი იყო. კიდევ აღმოვაჩინე, რომ ცოტა დაგვიანება იცის…“