LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე სკოლაში მეგობარი არ გამიჩენია, როცა თბილისში ჩამოვედი… ყველა ჩემი კახური კილოსა და წონის გამო მაბულინგებდა, ამ ყველაფერმა ძალიან დამაკომპლექსა“ – თამო ვაშალომიძე

717
თამო ვაშალომიძე

TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელმა, მოდელმა და ინფლუენსერმა თამო ვაშალომიძემ გადაცემაში „სხვა ნანუკა“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ბავშვობაში მიღებულმა ტრავმებმა დიდ გავლენა იქონია მის თვითშეფასებაზე.

თამო ვაშალომიძის თქმით, ბავშვობაში თბილისში ცხოვრებაზე ფიქრობდა, თუმცა რეგიონიდან დედაქალაქში გადასვლის შემდეგ ბულინგის მსხვერპლი გახდა.

მისი თქმით, თბილისში სტუმრობისას გრძნობდა, რომ სხვები მის კილოს სხვადასხვანაირად აღიქვამდნენ.

„ბავშვობაში ჯერ თბილისი იყო პრიორიტეტი, როგორ ვიცხოვრებდი, როგორ წავიდოდი სკოლაში… როგორ გამოვასწორებდი ჩემს კახურ კილოს (მაშინ კილო მქონდა) და ა.შ.

როდესაც თბილისში ჩამოვდიოდი მცირე ხნით და ვისვენებდი, ვატყობდი, რომ კილოს გამო ყველა რაღაცნაირად მიყურებდა.

როცა თბილისში ჩამოვედი, მე სკოლაში მეგობარი არ გამიჩენია. ყველა ჩემი კახური კილოსა და წონის გამო მაბულინგებდა, რა გავაკეთო, ასეთი სახე მაქვს პუტკუნა და მრგვალი, ასეთი ვიყავი მთელი ცხოვრება.

ამ ყველაფერმა ძალიან დამაკომპლექსა. ბულინგი პატარა ასაკიდან ქვეცნობიერში ილექება და მერე როცა ვიზრდებით, ძველი ტრავმები მაინც გვაქვს“, – თქვა თამო ვაშალომიძემ.

ვიდეო: ტომ კრუზი, კრისტენ სტიუარტი, ემა სტოუნი და უამრავი ვარსკვლავი – თამო ვაშალომიძე კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე პოზირებს

ვიდეო: „ეს ყველაფერი ჩემთვის ახალია, ძალიან ვნერვიულობ „ქასთინგების“ დროს, მით უმეტეს ენა არ ვიცი, ახლა ვსწავლობ ცოტა რთულად, მაგრამ ვსწავლობ რაც შემიძლია…“ – როგორ აღმოჩნდა კანის კონოფესტივალზე თამო ვაშალომიძე

მე სკოლაში მეგობარი არ გამიჩენია, როცა თბილისში ჩამოვედი. ყველა ჩემი კახური კილოსა და წონის გამო მაბულინგებდა. ამ ყველაფერმა ძალიან დამაკომპლექსა. სრული გადაცემა იხილეთ იუთუბზე:👇 https://youtu.be/_Elh6z7b3Ow

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g