დღეს მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, 14 მაისის ღამით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი უტა ელიავაა, მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
გარდაცვლილი ახალგაზრდას მეუღლე, გვანცა გოროზია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მას მიმართავს:
„მე სულ დაგელოდები, სამუდამოდ და უსასრულოდ უტი“, – წერს უტა ელიავას მეუღლე.
Me sul dagelodebi💔 samudamod da usasrulooood utiiii…
Posted by Gvantsa Gorozia on ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025
ცნობისათვის, კიდევ ერთი დაკარგული პირის საპოვნელად, რომელიც აღნიშნულ ავტომობილში იმყოფებოდა, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა 14 მაისის ღამეს მოხდა – ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა. 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს. პოლიციამ, ასევე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.