ქუთაისელმა გური ბოჭორიშვილმა ქართულის, ინგლისურისა და მათემატიკის გამოცდებზე უმაღლესი ქულები მიიღო.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულში მაქსიმალური 60 ქულა, ინგლისურის გამოცდაში მაქსიმალური 70 ქულა, მათემატიკაში მაქსიმალური 51 ქულა აიღო.
✍️📚🎉„ქუთაისის პირველი სკოლის მოსწავლემ, გური ბოჭორიშვილმა ქართულის გამოცდაში მაქსიმალური 60 ქულა, ინგლისურის გამოცდაში…
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on პარასკევი, 01 აგვისტო, 2025
წარმატებულ ახალგაზრდას „ინფო იმერეთი“ ესაუბრა:
„სამივე საგანში მაქსიმალური ქულა ავიღე, გამოცდები რომ დავასრულე, მქონდა მოლოდინი, რომ მაღალ ქულებს ავიღებდი, თუმცა თუ სამივე საგანში მაქსიმალური მექნებოდა ეს ნამდვილად არ ვიცოდი…
მათემატიკასა და გამოყენებებზე მსურს სწავლის გაგრძელება…
მე თავად უნდა გამოვადგე ჩემს ქვეყანას და თავად უნდა შევძლო მისთვის ისეთი მომავლის შექმნა, რომ ყველამ ვიგრძნოთ ნამდვილ ქართველებად თავი“, – ამბობს გური ბოჭორიშვილი.
⭕ქუთაისელმა გური ბოჭორიშვილმა ქართულის, ინგლისურისა და მათემატიკის გამოცდებზე უმაღლესი ქულები მიიღო. 🔻გური ბოჭორიშვილმა ქართულის გამოცდაში მაქსიმალური 60 ქულა, ინგლისურის გამოცდაში მაქსიმალური 70 ქულა და მათემატიკაში მაქსიმალური 51 ქულა აიღო. 📰 წარმატებული ახალგაზრდით "ინფო იმერეთი" დაინტერესდა.
Posted by Info imereti on შაბათი, 02 აგვისტო, 2025