მოდელი ნათია მაქაცარია, რომელიც უკვე მრავალი წელია ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ხშირად ეხმიანება.
ამჯერად, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნათია მაქაცარია მორიგ სტატუსს აქვეყნებს.
„პოლიტიკის გამო მეგობარი არ უნდა დაკარგოო…
მე თქვენ დღეს საჯაროდ გემშვიდობებით უსამართლობის, არაადამიანობის, პირში წყლის ჩაგუბების, სიბოროტის წახალისების, პირადი ინტერესებისთვის ადამიანის გაწირვის და საქართველოს ფეხებზე დაკიდების გამო!
გადაამოწმეთ თქვენი თავი ჩემს მეგობრებში, ასე, 24 საათის განმავლობაში და მიხვდებით, ვის გეხებათ.
მე მრცხვენია, რომ ოდესმე თქვენი მეგობარი მერქვა“, – წერს ნათია მაქაცარია სოციალურ ქსელში.
პოლიტიკის გამო მეგობარი არ უნდა დაკარგოვო… მე თქვენ დღეს საჯაროდ გემშვიდობებით უსამართლობის, არაადამიანობის, პირში…
Posted by Natia Makatsaria on სამშაბათი, 19 ნოემბერი, 2024