LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე თუ დავისვენე ქობულეთში და არა მონაკოში, ბედნიერი ვარ მანამ, ვიდრე არ ვნახავ უკეთესს – უკეთესი კი მაჩვენებს, რომ ჩემი არც ისე კარგია და სოციალური ქსელები ამას აკეთებს…“: რა გავლენას ახდენს სოც. ქსელები ბედნიერებაზე, რას ამბობს ფსიქოთერაპევტი, ილია ნიკაჭაძე

216
ილია ნიკაჭაძე

რა გავლენას ახდენს სოცქსელები ბედნიერებაზე? – ამის შესახებ ფსიქოთერაპევტი, ილია ნიკაჭაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს.

მისი თქმით, „სოცქსელები, მუდმივად გაფარებს თვალებში იმას, რომ ვიღაცა შენზე უკეთ ცხოვრობს და ეს შენში იწვევს უკმაყოფილების და უკმარისობის განცდას“:

„სოციალურ ქსელებში შენ გაქვს შედარების საშუალება. აი, პირობითად ნახე – მე თუ ვიქნები საინფორმაციო ველში იზოლირებული და მაქვს სახლი, ან დავისვენე ქობულეთში და არა მონაკოში, ბედნიერი და კმაყოფილი ვარ მანამ, სანამ არ ვნახავ უკეთესს, უკეთესი კი მაჩვენებს რომ ჩემი არც ისე კარგია და სოციალური ქსელები ამას აკეთებს, სოცქსელები, მუდმივად გაფარებს თვალებში იმას, რომ ვიღაცა შენზე უკეთ ცხოვრობს და ეს შენში იწვევს უკმაყოფილების და უკმარისობის განცდას და სწორედ ამ განცდის შესავსებად გჭირდება ფული“, – ამბობს ილია ნიკაჭაძე

რა გავლენას ახდენს სოც ქსელები ბედნიერებაზე 😊

Posted by Ilia Nikatchadze on ხუთშაბათი, 02 ოქტომბერი, 2025

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g