LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე თუ ვიტირე, ეს იმას ნიშნავს, რომ სიკვდილამდე ერთი ნაბიჯი მაქვს დარჩენილი… ერთია გარდაცვალება და 19 წლის ბიჭს რომ მარხავ და ღმერთს რომ ეხვეწები… ავარია მოხდა“ – ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი მისი ცხოვრებიდან ტრაგიკულ ეპიზოდზე

954
დეა მამისეიშვილი

YouTube გადაცემა, „შენი ამბავი თაიასთან” მეხუთე ეპიზოდის სტუმარია ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი.

ცნობილმა ჟურნალისტმა გადაცემაში მისი ცხოვრებიდან ტრაგიკული ეპიზოდი გაიხსენა.

ემოციურ ინტერვიუში დეა იხსენებს ემიგრაციაში მყოფი მშობლების ერთადერთი შვილის,19 წლის ბიძაშვილის გარდაცვალებას, რომლის მეურვეც თავად იყო:

„მე თუ ვიტირე, ეს იმას ნიშნავს, რომ სიკვდილამდე ერთი ნაბიჯი მაქვს დარჩენილი. ბოლოს ვიტირე ზაფხულის დასაწყისში… ჩემს თავს ვუთხარი, არასოდეს გაბედო, რომ შენს თავს ასე მოექცე, აღარასდროს აღარავის მისცე შესაძლებლობა, რომ შენ ასეთი გულნატკენი იყო…

ჩემი ერთადერთი და მთავარი ოცნება უკავშირდება ჩემს ოჯახს, ჯადოსნური ჯოხის თემა მაქვს, გავაცოცხლებდი ბაბუს, ნიკუშას, გავაცოცხლებდი მამაჩემის დედას, რომელიც მე რომ სამი წლის ვიყავი მაშინ გარდაიცვალა და კარგად არ მახსოვს…

ერთიანი ოჯახი მინდა, მინდა ჩემი დიდი ხმაურიანი ოჯახი დანაკლისის გარეშე, იმიტომ, რომ ის ვინც ძალიან გიყვარს ის რომ გეცლება, სახლი აღარასდროს აღარ არის ისეთი და ჩვენი ოჯახიც ვეღარ არის ისეთი, როგორიც იყო…

ნიკუშა ჩემი ბიძაშვილი იყო… ერთია გარდაცვალება და 19 წლის ბიჭს რომ მარხავ და ღმერთს რომ ეხვეწები… ავარია მოხდა, მე ამ დროს გადაღებაზე ვიყავი, მე ვიყავი ნიკუშას მეურვე, 17 წელი მისი დედა და მამა იყო ემიგრაციაში. ყველაფერი გაუკეთეს მას მშობლებმა, სახლი მანქანა… ძლივს რომ იმ ცხოვრებას აშენებ, რომ უნდა დაბრუნდე შენს ქვეყანაში შენს ერთადერთ შვილთან“, – ამბობს დეა მამისეიშვილი.

ცნობისთვის, „შენი ამბავი თაიასთან” ახალი YouTube გადაცემაა, რომლის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი, თაია გამთენაძეა.

გადაცემა ვრცლად ⬇️

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g