LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვაღიარე, რომ ვიყავი ჩვეულებრივი ქოცი, რომელიც იყო კმაყოფილი იმით, რომ მოგვაშორეს სისხლიანი და უსამართლო რეჟიმი, მაგრამ ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი რაც ახლა ხდება“ – ირმა სოხაძე

438
ირმა სოხაძე

საპროტესტო მსვლელობა თბილისში – სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან და თბილისის მერიასთან მისვლას გეგმავენ.

მომღერალი ირმა სოხაძე, რომელიც მსვლელობას შეუერთდა, „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ „გაწბილებული და შეძრწუნებულია“ იმით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

„არც ვმალავ ჩემ [პოლიტიკურ] გემოვნებას, ეს გემოვნება იყო ჩემთვის ფუნდამენტური, რაშიც ვიყავი სრულიად დარწმუნებული, დღეს ვარ ძალიან გაწბილებული და შეძრწუნებული იმით, რაც ხდება – ეს არის სრული ნგრევა ჩემი იმედების, რწმენის, მარტო ჩემი არა, ამდენი ადამიანის, ახალგაზრდის რწმენის.

როცა შენი მოსახლეობის ნახევარი გეუბნება, რომ ეს ასე არ უნდა გააკეთო და შენ ამაზე რეაგირება არ გაქვს, გარდა იმისა, რომ ურტყამ, იჭერ, წამლავ, შეიძლება რომ ამაზე არ აღშფოთდე?

მე ვაღიარე, რომ ვიყავი ჩვეულებრივი ქოცი, რომელიც იყო კმაყოფილი იმით, რომ მოგვაშორეს სისხლიანი და უსამართლო რეჟიმი, მაგრამ ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი რაც ახლა ხდება, იმედი მაქვს რომ დამთავრდება, მართლა როგორც ცუდი სიზმარი“, – განაცხადა ირმა სოხაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g