LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე, ვახო სანაიამ და მიშა მშვილდაძემ რამდენიც არ უნდა ვიხტუნაოთ, ვირბინოთ და ვიყვიროთ, ეს ქვეყანა ომს ვერ დაიწყებს” – თენგო გოგოტიშვილი კობახიძეს პასუხობს

164
BeFunky-collage (7)

“მთავარი არხის” ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი ეხმაურება მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, ომის რიტორიკა ისმის ეკა გიგაურის, ნინო ლომჯარიას, დავით უსუფაშვილის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ვახო სანაიას, მიშა მშვილდაძის, თენგიზ გოგოტიშვილის, გიორგი მარგველაშვილის, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების და “ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელი ლობისტების შესრულებით.

“ძალიან კარგად მესმის, რომ “ქართულ ოცნებას” ახლა უბრალოდ განტევების ვაცები ჰყავს, დამნაშავეები ჰყავს მოსაძებნი იმისთვის, რომ გაამართლოს საკუთარი ზრდილობიანად რომ ვთქვათ, უერთადგილობა. ის რომ კატეგორიულ უარს აცხადებს რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე, რუსეთს ჩვენთან დაწესებული აქვს სავიზო რეჟიმი და ვერავინ ვერ დაადანაშაულებს რომ ეს არაადეკვატური და არასარკისებური პასუხი იქნება. უცნაურია იმ ადამიანების შერჩევა, ვისაც უნდა დააბრალოს ომის დაწყება.

მე, ვახო სანაიამ და მიშა მშვილდაძემ რამდენიც არ უნდა ვიხტუნაოთ, რამდენიც არ უნდა ვირბინოთ და ვიყვიროთ, ეს ქვეყანა ომს ვერ დაიწყებს. მარტივი გასაგებია. უცნაურია ქსენოფობიის დაბრალება თუნდაც ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელსაც არაქართველი მეუღლე ჰყავს. ფიზიკურად ვერ ვიქნები მე ქსენოფობი იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არაქართველი მეუღლე მყავს”, – განაცხადა თენგო გოგოტიშვილმა.

ირაკლი კობახიძე: ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი, მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g