LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვარ 13 და 14 წლის გოგონების დედა. ძალიან უყვართ კითხვა, ძალიან მეგობრობენ წიგნებთან, შესაბამისად, ვერ მაქვს აკრძალვა ტელეფონზე“ – თათული ედიშერაშვილი „იმედის“ ეთერში

336
თათული ედიშერაშვილი

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „პრაიმშოუ“ გასული ეპიზოდი ბავშვებისა და გაჯეტების ურთიერთობის საკითხს დაეთმო.

აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ, გადაცემაში მიწვეული იყო მსახიობი თათული ედიშერაშვილიც, რომელმაც საკუთარი შვილების მაგალითზე ისაუბრა.

„მე ვარ 13 და 14 წლის გოგონების დედა. აკრძალვას, ვფიქრობ, აზრი არ აქვს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჩემს შვილებს, იმიტომ, რომ თუ მშობელი სხვა საკითხში შვილს აკრძალვას არ უწესებს და მხოლოდ ტელეფონს აუკრძალავს, რა თქმა უნდა, მერე დიდი კონფლიქტი მოდის და მაშინ ყველაფერი დისციპლინირებული უნდა იყოს მშობლისა და შვილის ურთიერთობა, რომ იმ ტელეფონის აკრძალვაც გაიგოს და კონფლიქტი არ განვითარდეს.

ძალიან უყვართ კითხვა, ძალიან მეგობრობენ წიგნთან, შესაბამისად, ვერ მაქვს აკრძალვა ტელეფონთან, ხანდახან ჭამის დროსაც უყურებენ, ვერ ვკრძალავ“, – განაცხადა თათული ედიშერაშვილმა.

თათული ედიშერაშვილი #პრაიმშოუში

✨ "მე ვარ 13 და 14 წლის გოგონების დედა. ძალიან უყვართ კითხვა, ძალიან მეგობრობენ წიგნებთან, შესაბამისად ვერ მაქვს აკრძალვა ტელეფონზე" – თათული ედიშერაშვილი #პრაიმშოუში 📲 ბავშვები და გაჯეტები – გადაცემის მთავარი თემა

Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g