LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვარ ელისო, არ იწვალოთ ბევრი ჩემს მოსაძებნად… რა გინდათ იმ ქვეყანაში, რომელსაც აგენტების დამფინანსებელს და მტერს ეძახით… აი ეს არის სიმართლე და გცხვენოდეთ!“ – რა უპასუხა ელისო ბოლქვაძეს თამარ ჯინჭარაძემ

2608
თამარ ჯინჭარაძე

„მე ვარ, არ იწვალოთ ბევრი ჩემს მოსაძებნად… კივილი და ისტერიკა თქვენ ატეხეთ, მე მხოლოდ ერთი კითხვა დაგისვით“ – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატ, ელისო ბოლქვაძეს თამარ ჯინჭარაძე, რომელმაც საფრანგეთში, აეროპორტში, „ქართული ოცნების” დეპუტატი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა.

ჯინჭარაძე ელისო ბოლქვაძის პოსტის საპასუხოდ კომენტარში წერს, რომ ის არსად არ გაქცეულა, რადგან საქმე გასაქცევად არ აქვს:

ელისო ბოლქვაძე: „იმ უმსგავს ხალხს, ვინც თავს უფლებას აძლევს პარიზის აეროპორტში ისტერიკები გამართოთ, გეტყვით, რომ უსახურები და საცოდავები ხართ, მონები და უსამშობლოები“

„მე ვარ ელისო, არ იწვალოთ ბევრი ჩემს მოსაძებნად. კივილი და ისტერიკა თქვენ ატეხეთ, მე მხოლოდ ერთი კითხვა დაგისვით: რა გინდათ იმ ქვეყანაში, რომელსაც აგენტების დამფინანსებელს და მტერს ეძახით?! ქართველებისთვის ჩინეთი, რუსეთი და ირანი გინდათ და თქვენ პარიზებში დასეირნობთ! აი ეს არის სიმართლე და გცხვენოდეთ! მე არსად გავქცეულვარ, არაფერი მაქვს გასაქცევი და თქვენ როგორ გარბიხართ, კარგად ჩანს“ – წერს თამარ ჯინჭარაძე.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო კადრები. უცნობი
მოქალაქეები „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ელისო ბოლქვაძეს პარიზის
აეროპორტში შეხვდნენ და მას მოღალატე და მონა დაუძახეს.

„საფრანგეთში რატომ ჩამოხვედით, ეს ხომ აგენტების ქვეყანაა?”
– ეკითხებიან მოქალაქეები ბოლქვაძეს.

დეპუტატი მომხდარს საკუთარ Facebook-გვერდზე გამოეხმაურა და მოქალაქეებს,
რომლებმაც მას მონა და მოღალატე უწოდეს, „გამოჭენებით” დაემუქრა.

magti 5g