დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ თრასი “კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის და, შესაბამისად, პრემიერმინისტრის პოსტზე, ბორის ჯონსონის ჩანაცვლებას შეეცდება. ინფორმაციას Daily Telegraph-ი ავრცელებს.
როგორც მან გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, “დროა, დავუბრუნდეთ კონსერვატიულ ღირებულებებს”.
“ჩემი ხელმძღვანელობით, მე დავიწყებდი გადასახადების შემცირებას პირველივე დღიდან, რათა სასწრაფო ზომები მივიღო, რათა დავეხმარო ხალხს ცხოვრების ხარჯებთან გამკლავებაში.
არჩევნების დროს მე ვიბრძოლებ, როგორც კონსერვატორი და ვმართავ, როგორც კონსერვატორი”. – ამბობს თრასი.
შეგახსენებთ, ბორის ჯონსონი თავდაპირველად გადადგომას არ აპირებდა, თუმცა 7 ივლისს თქვა, რომ დაემორჩილება საკუთარი პარტიის ნებას. იგი კონსერვატიული პარტიის ლიდერი აღარაა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობას კი დატოვებს მას შემდეგ, რაც კონსერვატორები ახალ თავმჯდომარეს (და მომავალ პრემიერს) აირჩევენ.
მანამდე, 5 და 6 ივლისს, თანამდებობა მინისტრებმა და მთავრობის ათეულობით წევრმა დატოვეს. მიზეზი – ბორის ჯონსონმა სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ადამიანი დანიშნა საკუთარ ადმინისტრაციაში.