LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე წავალ თუ მოვალ, მთავარი არ არის, მთავარი არის, რომ გამოუშვით პოლიტპატიმრები, გამოუშვით სასწრაფოდ!“ – დავით დოიაშვილი

177
2025-04-16_23-19-12_925498

დავით დოიაშვილი აცხადებს, რომ „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას უფრო ადრე ელოდა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი არ არის, ის იქნება თუ არა ამ პოზიციაზე, მთავარია, რომ პოლიტპატიმრები გაათავისუფლონ.

„ველოდი უფრო ადრე… მე წავალ თუ მოვალ, მთავარი არ არის, მთავარი არის, რომ გამოუშვით პოლიტპატიმრები, გამოუშვით სასწრაფოდ! იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო სწორედ ჩვენთვის, ჩვენი თეატრისთვის, კონკრეტულად როცა შემოვიდნენ და დაიჭირეს ჩვენი სისხლი, ხორცი, ანდრო ჭიჭინაძე და ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა.

თუ მე ვარ ხელმძღვანელი, თეატრი ვერ დაბრუნდებოდა სცენაზე, სანამ ანდროს არ გამოუშვებდნენ, ამიტომ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. გასაგებია, მისაღებია, ყველაფერი ჩემთვის ნათელია.

მე არ ვიცი, ხვალ მე თვითონ რა პერფორმანსი, რა სპექტაკლი უნდა გავაკეთო, ან რა უნდა შევქმნა ამაზე დიდი, ვიდრე ის ისტორია, რაც მაჩუქა ღმერთმა”, – თქვა დოიაშვილმა თეატრის წინ, სადაც მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

დათა თავაძე: „მორჩა შეფასებების დრო! მივდივარ ახალ თეატრთან! ყველა იქ დამხვდით, ან არადა არაფერს აზრი აღარ ჰქონია!!!“

ნათია ფანჯიკიძე: „რამდენი ხელმძღვანელი იცით, რომელიც უსამართლოდ დაჩაგრულ თავის თანამშრომელს ბოლომდე გამოექომაგება და თანამდებობასაც დაკარგავს? რამდენი რეჟისორი გვყავს დღეს, რომლის სპექტაკლებზეც მუდმივად ანშლაგია?

„დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!“ – გიგა დათიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g