LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე 2 კგ-ზე მეტი ოდენობის “ჰაშიში” აღმოაჩინეს

207

მებაჟე ოფიცრებმა 2 კილოგრამზე მეტი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება სადახლოზე აღმოაჩინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„4 ოქტომბერს, 2,064.5 კგ. ნარკოტიკული ნივთიერება ჰაშიში აღმოაჩინეს საბაჟო გამშვებ პუნქტში „,სადახლო-საავტომობილო“. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ა.ს.ს-სა და ს.ა-ს სხეულის სკანერის მეშვეობით, ფიზიკური დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერება ჰაშიში (996.5 გრ, 1068 გრ. ჯამურად, 2,064.5 კგ.) გამოავლინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ,“ – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები