LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეც ვდგავარ იქ, სადაც ბებო იდგებოდა დღეს რომ ცოცხალი იყოს – 9 აპრილს დაღუპული ზაირა კიკვიძის შვილიშვილი

261
Untitled design - 2024-04-09T144327.406

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა. 9 აპრილს დარბევის დროს ერთ – ერთი დაღუპული ზაირა კიკვიძის შვილიშვილი, ანა ალბუთაშვილი „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბებიაზე საუბრობს.

„ჩემზე ამბობდნენ, ეს არის ანა ალბუთაშვილი, ცხრა აპრილს დარბევის დროს დაღუპული ზაირა კიკვიძის შვილიშვილი.. ფრაზას ამბობდა, მგონი მართლა ვთავისუფლდებითო. ამბობენ, რომ სცოდნოდა რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს მაინც წავიდოდა. მეც ვდგავარ იქ სადაც ბებო იდგებოდა დღეს რომ ცოცხალი იყოს.

ეს არის გარდაუვალი გზა, რაც უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება იყოს ისეთი, როგორზეც ოცნებობდნენ, 35 წლის წინ. დღეს ეს გადის იმ ცხრა ნაბიჯამდე, რომელიც ევროკავში ინტეგრაციამდე მიგვიყვანს “, – ამბობს ანა ალბუთაშვილი „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ევროკავშირის წარმომადგენლობა: 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა წნეხისგან გასათავისუფლებლად საქართველომ დიდი ფასი გადაიხადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g