LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცხრე დღეა უშბასთან გერმანელ ტურისტებს ეძებენ

126

სვანეთში, უშბაზე ორ გერმანელ ტურისტს ეძებენ. მათი კვალი 1 აგვისტოს დაიკარგა.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, ტურისტების ძებნა აქტიურად მიმდინარეობს, ძებნის ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენიც. მისი ინფორმაციით, დაკარგული ტურისტები მამა-შვილი არიან.

“გერმანელი ტურისტები 1 აგვისტოდან გაუჩინარდნენ უშბაზე. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ძებნის ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენი, თუმცა მათი კვალი ჯერ არ ჩანს”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

უშბა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე მდებარეობს. უშბის მწვერვალები მიუდგომლობითა და სილამაზით ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველი ადგილია.

სვანეთის მთებში ტურისტების დაკარგვის შემთხვევები პერიოდულად ხდება. ბოლო თვეების განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, სვანეთში, დაკარგული ტურისტები არაერთხელ გადაარჩინეს, მათ შორის ებრაელი და გერმანელი ტურისტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g