რა გავლენა აქვს ბიუსტჰალტერს გოგონების ჯანმრთელობაზე – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევას ფრანშ-კონტეს უნივერსიტეტის პროფესორი ჯინ-დენის რულიონი 15 წლის მანძილზე აწარმოებდა. კვლევაში 330 ქალი იღებდა მონაწილეობას, მათი ასაკი 18-დან 35 წლამდე იყო. ექსპერიმენტისას მიღებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბიუსტჰალტერის ხმარება ნაადრევი ასაკიდან სულაც არ ეხმარება მკერდს, არ ამცირებს ზურგის ტკივილს და არ ამცირებს სიმსივნის რისკს.
მედიცინის, ფიზიოლოგიისა და ანატომიის თვალსაზრისით, მკერდი ბიუსტჰალტერისგან არანაირ „სარგებელს“ არ იღებს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ მკერდს უკეთესი ფორმა ექნება, თუ აღნიშნულ თეთრეულზე უარს იტყვით.
„ახალგაზრდა გოგონებს, ვინც უარს იტყვის ბიუსტჰალტერზე, კოლაგენების ელასტიურობა მომატებული ექნება, „- ამბობენ ექიმები.
მეცნიერები, რომლებიც კვლევას აწარმოებდნენ ამბობენ, რომ ბიუსტჰალტერთან დამოკიდებულება ძალიან ფრთხილი უნდა იყოს. პროფესორი რულიონი აღნიშნავს, რომ საკითხთან დაკავშირებით კიდევ არის საჭირო კვლევების ჩატარება.