LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერები: შავი შოკოლადი შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგვეხმაროს

130
page

ახალი კვლევის მიხედვით, შოკოლადში არსებული ბუნებრივი ნივთიერება, თეობრომინი შესაძლოა ადამიანს ბიოლოგიური დაბერების პროცესის შენელებაში დაეხმაროს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანებს, ვის სისხლშიც თეობრომინის დონე მაღალი იყო, უჯრედების ასაკობრივი ნიშნები ბევრად გვიან ვითარდებოდა და მათი ბიოლოგიური ასაკი უფრო ახალგაზრდა ჩანდა, ვიდრე რეალური წლები. კვლევა ჩატარდა დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის 1 600-ზე მეტი მონაწილეს შორის და პირველად საზომად გამოიყენეს არა თვითრეპორტირებული მოხმარება, არამედ სისხლში თავად ნივთიერების უშუალო დონე.

ვინაიდან თეობრომინი ძირითადად კაკაოდან მოდის, შავი შოკოლადი, სადაც კაკაო გაცილებით მაღალი რაოდენობითაა, შეიძლება ყველაზე სასარგებლო აღმოჩნდეს. მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ საჭიროა დამატებითი კვლევები, თუმცა შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს: კაკაოში არსებული ბიოაქტიური ნივთიერებები დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე, უჯრედების ჯანმრთელობაზე და შესაძლოა სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც. რა თქმა უნდა, ზომიერება მნიშვნელოვანია, ცოტაოდენმა შავმა შოკოლადმა შესაძლოა დიდი სარგებელიც კი მოგიტანოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g