LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერების მიერ შექმნილი სისხლის ახალი ტესტი, რომელიც თავის ტვინის კიბოს უმოკლეს დროში აფიქსირებს – როგორ შექმნეს მეცნიერებმა უნიკალური ტესტი, რომლის ღირებულებაც მხოლოდ 2 დოლარია

508
ტვინის კიბოს დაფიქსირების ახალი მეთოდი

გაცილებით სწრაფი და ნაკლებად ინვაზიური და ხელმისაწვდომი, ვიდრე ქირურგიული ბიოფსია – მეცნიერებმა თავის ტვინის კიბოს დაფიქსირების ახალი მეთოდი შეიმუშავეს.

მეცნიერების მიერ შემუშავებული ახალი მეთოდი გამოიყენება ტვინის კიბოს, კერძოდ გლიობლასტომის, დასაფიქსირებლად და წარმოადგენს ქირურგიული ბიოფსიის ალტერნატივას. მეცნიერების განმარტებით, საჭიროა მხოლოდ 100 მიკროლიტრი სისხლი და მხოლოდ ერთი საათი, რომ დააფიქსიროს ტვინის ყველაზე გავრცელებული და მომაკვდინებელი ტიპის, გლიობლასტომასთან დაკავშირებული ბიომარკერები.

მეცნიერები ამბობენ, რომ აღნიშნული უახლესი მეთოდი საუკეთესოა და გლიობლასტომის ყველა ამჟამინდელ ტესტს და მარკერს გაუმჯობესებული სიზუსტით სჯობნის.  რევოლუციური მეთოდი ამერიკელ და ავსტრალიელ მკვლევართა ჯგუფმა შექმნა, რომელსაც აშშ-ის ნოტრ-დამის უნივერსიტეტის მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ. მკვლევართა ჯგუფის განმარტებით, მათი კონცეფციის მტკიცებულება ჯერ სრულყოფილი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია დიაგნოსტიკაში.

ტესტი ეფუძნება სისხლის მუტირებული ბიომარკერების შეგრძნებას, რომელსაც ეპიდერმულ ზრდის ფაქტორ რეცეპტორებს უწოდებენ და რომლებიც ზედმეტად გამოხატულია გლიობლასტომაში. სიმსივნურ უჯრედთა მიერ გამოყოფილი მოლეკულების დასაფიქსირებლად, მკვლევრებმა სუპერმგრძნობიარე ბიოჩიპი სისხლის პლაზმის დაუმუშავებელ ნიმუშში ჩადეს. ეს ჩიპი 2 დოლარზე იაფი ღირს და აღჭურვილია საწერი კალმის ბურთულის ზომის უპატარავესი სენსორით. მეცნიერების თქმით, ინტერფეისი შეიცავს ანტისხეულებს, რომლებიც მუტირებული EGFR-ების ეგზოსომებზეა გათვლილი.

როდესაც EGFR-ები ბიოჩიპს ეკვრიან, პლაზმის ხსნარში ხდება ძაბვის ცვლილება, რაც მაღალ უარყოფით მუხტს იწვევს. ეს კი შესაძლო კიბოს მანიშნებელია. ბიოჩიპი დატესტეს გლიობლასტომის მქონე 20 პაციენტის და 10 ჯანმრთელი ადამიანის სისხლის ნიმუშებზე. თითოეულ ტესტში თითო ჩიპი გამოიყენეს. საბოლოოდ, თხევადმა ბიოფსიამ კიბოს ბიომარკერები დიდი სიზუსტით დააფიქსირა:

„ჩვენი ელექტროკინეტიკური სენსორი ისეთი რამეების საშუალებას გვაძლევს, რაც დიაგნოსტიკის სხვა მეთოდებს არ შეუძლია“, – განაცხადა მეცნიერმა სატია ჯიოტი სენაპატიმ.

კვლევა Communications Biology-ში გამოქვეყნდა.

ვიდეო: „Kengoro“ – ახალი ჰუმანოიდი ბიჭი რობოტი, რომელიც სპორტულ ვარჯიშებს ასრულებს

ახალი სახის ჰუმანოიდი რობოტი მკვეთრად განსხვავდება სხვა რობოტებისგან.