LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა ჩინელი გიგანტები აღმოაჩინეს

402

ჩინელმა არქეოლოგებმა 5000 წლის წინანდელი ადამიანების ჩონჩხი აღმოაჩინეს. მეცნიერების თქმით, ეს ადამიანები უფრო მაღლები და ძლიერები იყვნენ.

ძვლები, რომლებიც შანდუნის პროვინციაში აღმოაჩინეს, მიგვანიშენებენ იმაზე, რომ მათი მფლობელების სიმაღლე 2 მეტრს აღწევდა.

“ეს ინფორმაცია ძვლის სტრუქტურაზე დაყრდნობით მოვიპოვეთ. თუ ნაპოვნი ძვლები ცოცხალ ადამიანს ეკუთვნის, მისი სიმაღლე 1.9 მეტრს აჭარბებდა”, – განაცხადა მეცნიერმა ადგილობრივ სააგენტოსთან.

შანდუნის მცხოვრებლები თვლიან, რომ სიმაღლით ქვეყნის სხვა რეგიონების ხალხისგან გამოირჩევიან. 2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ამ რეგიონში მამაკაცთა საშუალო სიმაღლე მეტრი და 75-სანტიმეტრია, როცა ქვეყანაში მამაკაცთა საშუალო სიმაღლედ 1 მეტრი და 72 სანტიმეტრი მიიჩნევა.

გათხრების შედეგად, სულ 104 სახლი, 205 სამარხი და 20 სამსხვერპლო ორმოა აღმოჩენილი. არქეოლოგებმა დაასკვნეს, რომ აქ მცხოვრები ადამიანები, ძირითადად მეღორეობას მისდევდნენ.

მეცნიერები, ამ გათხრების შედეგად ვარაუდობდნენ, რომ 5000 წლის წინ, ამ რეგიონის მცხოვრებლები საკმაოდ კომფორტულად ცხოვრობდნენ. ჰქონდათ ცალკე საძინებლები და სამზარეულო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები