მეცნიერების ახალი კვლევით ცნობილი ხდება, რომ სულსწრაფი ადამიანები ბევრად ადრე ბერდებიან. სინგაპურის, კალიფორნიისა და პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა სტენფორდის მეთოდით ჩაატარეს. მსგავსი კვლევა პირველად 70-იან წლებში ფსიქოლოგ უოლტერ მიშელის ხელმძღვანელობით ჩატარდა და ის ბავშვებში მოთმინების განვითარებაზე იყო ორიენტირებული. მიშელი ბავშვებს დავალების დაუყოვნებლივ შესრულების სანაცვლოდ ჯილდოს ჰპირდებოდა, ხოლო მოთმინების შემთხვევაში ჯილდოს გაორმაგებას სთავაზობდა. მოგვიანებით ამ ბავშვებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მომთმენ ბავშებს უფრო წარმატებული მომავალი ჰქონდათ.
სინგაპურის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამჯერად კვლევა მოხალისე სტუდენტებზე ანალოგიური პრინციპით ჩაატარეს. საბოლოოდ იმ სტუდენტების ქრომოსომები გამოიკვლიეს, ვინც მოთმინებით დავალების შესრულება ვერ შეძლო. გამოიკვეთა, რომ სულსწრაფი სტუდენტების სისხლში იყო ტელომერების, ქრომოსემების დამაბოლოვებელი უბნების სიმცირე. სწორედ ტელომერების რაოდონება განსაზღვრავს დაბერების ასაკს. რაც ნაკლებია ქრომოსომა ორგანიზმში, მით სწრაფად მიდის დაბერების პროცესი. ამის მთავარი მიზეზი კი სულსწრაფი ადამიანების მუდმივი შფოთვა და სტრესული გარემოა.