LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა მკერდის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავეს

1093
960x0

ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილის მეიოს კლინიკის მკვლევარებმა შეიმუშავეს ვაქცინა, რომლის საშუალებით ძუძუს და საკვერცხის კიბოს არა მხოლოდ შეჩერება, მისი თავიდან აცილებაც იქნება შესაძლებელი .

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, მათი შექმნილი ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა და მისი გამოყენება, სავარაუდოდ, 8 წელიწადში დაიწყება.

,,ეს არის სრულიად უსაფრთხო ვაქცინა, რომელიც იმუნური სისტემის დაცვითი მექანიზმს გააქტიურებს და დადებით ზეგავლენას მოახდენს მკერდის და საკვერცხის კიბოსთან ბრძოლაში.პაციენტებს მისი შეძენა აფთიაქებში ექიმის დანიშნულებით შეეძლებათ“ – ამბობს მეიოს კლინიკის მკვლევარი, კეიტ ნატსონი ,,ფორბსთან” ინტერვიუში.

მკვლევარები ამბობენ, რომ ეს ვაქცინა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთ ქალზე გამოსცადეს და კლინიკური გამოკვლევები აქტიურად გაგრძელდება.

გაიგეთ უფრო მეტი:

მეცნიერებმა ორი პრეპარატის კომბინაციით მკერდის კიბო შეაჩერეს

შვეიცარიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორი პრეპარატის კომბინაციით ძუძუს სიმსივნური უჯრედები ცხიმოვან უჯრედებად აქციეს

მეცნიერებმა ორი პრეპარატის კომბინაციით მკერდის კიბო შეაჩერეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g