LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა მრისხანებისა და გაღიზიანების მიზეზს მიაგნეს

26

მეცნიერებია მტკიცებით, აგრესია და ბრაზი ორგანიზმის ”ბოროტი ბინადრების” – პარაზიტების მიერაა პროვოცირებული.

ადამიანების უმრავლესობა ბრაზს ფსიქოლოგიურ ფაქტორებს მიაწერს, თუმცა, მისი გამოვლენის მიზეზი აბსოლუტურად სხვაა. აგრესიას ”ბოროტი” პარაზიტები, კერძოდ კი, მიკროსკოპული ორგანიზმები – ტოქსოპლაზმები იწვევენ, რომლებიც ცვლიან თავის ტვინის ქიმიურ შემადგენლობას და ახდენენ აგრესიული ქცევის პროვოცირებას.

პარაზიტების მატარებლები ძირითადად კატები არიან, თუმცა, ისინი საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს ადამიანის ორგანიზშიც.

მედიკოსებმა მოხალისეთა ჯგუფი გამოიკვლიეს, მათ ემოციონალურ მდგომარეობაზე დაკვირვების და რიგი ანალიზების ჩატარების შემდეგ კი დაადგინეს, რომ ტოქსოპლაზმის მატარებლები სხვებზე მეტად არიან მიდრეკილი აგრესიისკენ. თუმცა, ამგვარი შედეგი სულაც არ ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვათ კატებთან მეგობრობაზე. თავის დაცვა, საკუთარი და ცხოველის ჯანმრთელობის პერიოდული კონტროლითაც შეიძლება. ამასთანავე არ დაგავიწყდეთ, რომ კატის ტუალეტის დასუფთავების შემდეგ, ხელები აუცილებლად საპნით უნდა დაიბანოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები