ბრიტანელმა ნეიროფიზიოლოგებმა პოპულარული ნუგბარი წამლების კატეგორიას მიაკუთვნეს, – და ეს ყველაფერი ადამიანის ორგანიზმზე მისი თერაპევტული ეფექტის გამო.
ლონდონელმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ნაყინი საკმაოდ ეფექტური ანტიდეპრესანტია. ისინი მოუწოდებენ ადამიანებს, დეპრესიის დროს მიირთვან რაც შეიძლება მეტი ნაყინი, ამასთან, გარდა ზემოთხსენებული ფუნქციისა, მას საკმაოდ დადებითი რეაგირების მოხდება შეუძლია თავის ტვინზე. „ნაყინის ჭამის დროს აქტიურდება ტვინის იგივე ზონები, რაც საყვარელი მუსიკის მოსმენის ან საყვარელი ადამიანის ნახვის დროს“, – აცხადებენ სპეციალისტები.
ყველაზე ეფექტური კი შოკოლადის ნაყინი აღმოჩნდა, რადგან ცალკეულად შოკოლადი გუნება-განწყობილებას ამაღლებს.