LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა პირველი ამსტერდამელის ვიზუალი გააცოცხლეს

105
IMG_5759-scaled-e1741337531372

მეცნიერებმა აღადგინეს მამაკაცის სახე, რომელიც 800 წლის წინ თანამედროვე ამსტერდამის ადგილას ცხოვრობდა. ამის შესახებ NLtimes წერს.

როგორც კვლევამ აჩვენა, ის 1150-სა და 1215 წლებს შორის ცხოვრობდა, როცა ამსტერდამი ძალიან პატარა დასახლება იყო. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს კაცი იმ პირველ მაცხოვრებელთა შორისაა, ვინც ქალაქის ისტორია წამოიწყო.

მამაკაცის კვალს 1963 წელს ერთ-ერთი ძველი ტაძრის ქვეშ მიაკვლიეს. თავის ქალა დაიკარგა, თუმცა მისი ფოტოები დარჩა. სწორედ ამ კადრების დახმარებით მეცნიერებმა 3D მოდელი შექმნეს და შემდეგ მისი სახეც აღადგინეს. თავიდან მათ ციფრული რეკონსტრუქცია შექმნეს და დაბეჭდეს მაკეტი, შემდეგ კი სახე ხელით გამოძერწეს. მზა მოდელი რეზინისგან შექმნეს, შემდეგ დაუმატეს ხელოვნური თვალები და თმა, რათა ვიზუალი მაქსიმალურად რეალური გაეხადათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები