LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელი მეცნიერები დემენციის პრევენციისთვის „მექანიკის“ ტარებას გვირჩევენ

104
ქირიას NEWS შაბლონი

იაპონელი მეცნიერების თქმით, მექანიკური გადაცემათა კოლოფით ავტომობილის მართვა ასაკობრივ დემენციასთან ბრძოლის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს.

ტოჰოკუს უნივერსიტეტის პროფესორის, რიუტა კავაშიმას ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის მიხედვით, „მექანიკის“ მართვისას მძღოლი მუდმივად აკონტროლებს გადაბმულობას, თავად არჩევს სიჩქარეებს და გზაზე სიტუაციას უფრო აქტიურად აკვირდება. მეცნიერების განმარტებით, ეს პროცესები ტვინის პრეფრონტალურ ქერქს ააქტიურებს, რომელიც მეხსიერებასა და გადაწყვეტილებების მიღებაზეა პასუხისმგებელი.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან შედარებით, მექანიკური კოლოფი მძღოლს ბევრად უფრო აქტიურ კოგნიტიურ დატვირთვას აძლევს, რაც ასაკში გონებრივი ფუნქციების შენარჩუნებას უწყობს ხელს.

სტატისტიკის მიხედვით, 75 წელს გადაცილებულ იაპონელ მძღოლებში ფატალური ავარიების დაახლოებით 6% გაზისა და მუხრუჭის პედლების არევით ან მანევრირების შეცდომებით არის გამოწვეული. შედარებისთვის, 75 წლამდე მძღოლებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0,7%-ს შეადგენს.

მიუხედავად ამისა, იაპონიაში მექანიკური გადაცემათა კოლოფით ავტომობილების პოპულარობა სწრაფად მცირდება, ახალი მანქანების გაყიდვებში მათი წილი უკვე მხოლოდ 1-2%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები