-
ყოველი 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება.
-
დაუნის სინდრომი არა დაავადება, არამედ გენეტიკური ცვლილებაა, რომელიც მემკვიდრობით არ გადაიცემა.
2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ, ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. დაწყებული 2012 წლიდან ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება და მათ შორის, საქართველოშიც. აღნიშნული თარიღი შემთხვევით არ შერჩეულა, რიცხვი 21 – 21-ე ქრომოსომაზე მიგვანიშნებს, მარტი კი წელიწადის მესამე თვე – ტრისომიული მოვლენაა.
სოლიდარობის ორიგინალურად გამოსახატად 2013 წელს „ჭრელი წინდების ტრადიციაც“ დამკვიდრდა. იდეის ავტორებმა არჩევანი წინდებზე გააკეთეს, რადგან წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვს. ფერადი წინდებით ადამიანები გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევენ და დაუნის სინდრომის მიმართ ცნობადობის გაზრდას ცდილობენ.
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა და განსაკუთრებულ სირთულეებს შეეჯახნენ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, რადგან სოციალურმა დისტანციამ მათთვის დამატებითი ბარიერები შექმნა. ასეთ პირობებში საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისადმი თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას წელს მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია „მედ-დიაგნოსტიკაც“ შეუერთდა და ის დაუნის სინდრომის ასოციაციის „გიგოს ფონდი”-ს 50-მდე ბენეფიციარს, მათთვის საჭირო ლაბორატორიულ კვლევებს დაუფინანსებს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მსოფლიოს გზავნილია: „ინკლუზია ნიშნავს“.
„21 მარტი, 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში. გენეტიკური ლაბორატორია “მედ-დიაგნოსტიკისთვის” მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანების გვერდში დგომა როგორიცაა, დაუნის სინდრომის მქონე, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მარტოხელა და მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრები ბენეფიციარები. 50-მდე მათგანი ჩვენგან საჩუქრად მიიღებს მნიშვნელოვან ლაბორატორიულ კვლევებს,“ – აცხადებს ნათია ცაბუტაშვილი, გენეტიკური ლაბორატორია „მედ-დიაგნოსტიკას“ დამფუძნებელი.
„მოგეხსენებათ ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია შექმნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახები, მარტოხელა მშობლები ან მრავალშვილიანები ხშირად ვერ ახერხებენ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის სხვადასხვა კვლევების ჩატარებას . სწორედ ამიტომ, „მედ-დიაგნოსტიკას“ დახმარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა“ – ამბობს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი , „გიგოს ფონდის” ხელმძღვანელი რუსუდან მღებრიშვილი.
„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან და შესაძლებლობები ნამდვილად შეუზღუდავია. „მედ-დიაგნოსტიკას“ გიგო შიუკაშვილი ესტუმრა და ერთი დღით ლაბორატორიის თანამშრომლის როლი მოირგო. გიგო ჩვენი მეგობარია“, – დასძენენ „მედ-დიაგნოსტიკაში“.
აღსანიშნავია, რომ „მედ-დიაგნოსტიკას“ მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს – სისხლის ანალიზების პროფილზე და გენეტიკურ ანალიზებზე ფასდაკლება, რომელიც მარტის ბოლომდე გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ზოგად კლინიკურ ანალიზებზე, 15%-იანი ფასდაკლება კი – გენეტიკურ ანალიზებზე.
,,მედ დიაგნოსტიკა“ – სწრაფი, კომფორტული და სანდო ლაბორატორია თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის მისამართები: md.ge/contact FB გვერდი https://www.facebook.com/www.md.ge დაგვიკავშირდით: 032 2 800 200