LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედეა ლორთქიფანიძემ ვალების გამო სახლი გაყიდა: „პენსია არც წამლისთვის მყოფნის, არც გადასახადებისთვის!..“

596
მედეა ლორთქიფანიძე

მედეა ლორთქიფანიძე ჟურნალ „სარკესთან“ თავისი გაჭირვების შესახებ საუბრობს და ამბობს, შვილი რომ არა, თავის გატანას  ვერ შეძლებდა:

„პენსია არც წამლისთვის მყოფნის, არც გადასახადებისთვის და არც არაფრისთვის. ჩემი შვილი რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა.. რომ გაიძახიან, აფთიაქებში წამლები გაიაფდაო, რა გაიაფდა, არც წნევის წამლები გაიაფებულა და არც გულის წვეთები! გაზი ნახევარზე მაქვს ჩართული, რადგან 80 ლარამდე ადის გადასახადი.

ბახტრიონზე რომ ვცხოვრობდი, ის სახლი გავყიდე და შვილთან ახლოს, შედარებით პატარა ბინაში გადმოვედი. გამიჭირდა, ვალები დამედო. სამი ოთახი მქონდა, გადასარევად ვცხოვრობდიო. ახლა კი შვილიშვილებისთვის კანფეტი ვერ მიყიდია ჩემი პენსიით…“

მედეა ლორთქიფანიძე 85 წლის ხდება: „ჩემი მანანა ისე მენატრება, მზად ვარ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშეც ვითამაშო…“

მედეა ლორთქიფანიძე: “როგორ შეიძლება შვილმა დედა გააგდოს პანსიონატში, რა მიზეზიც არ უნდა იყოს”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g