ინდოეთში მომხდარ ავიაკატასტროფას ერთი ადამიანი გადაურჩა – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც აჰმედაბადის პოლიციის კომისრმა აღნიშნა, “ბოინგ 787”-ის ჩამოვარდნის შედეგად მხოლოდ ერთი მგზავრი გადარჩა, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაშია და შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებს.
„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. როცა გონს მოვეგე, გარშემო მხოლოდ ცხედრებს ვხედავდი. შემეშინდა. ავდექი და გავიქეცი. ჩემს გარშემო თვითმფრინავის ნაწილები იყო მიმოფანტული. ვიღაცამ ხელი მომკიდა, სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩამსვა და საავადმყოფოში წამიყვანა“, – იხსენებს მამაკაცი.
გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩენილი პირი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ვიშვაშ კუმარ რამეია. ინდურ მედიაში იუწყებიან, რომ ვიშვაშ კუმარი ჟურნალისტებს კლინიკაში ესაუბრა და აჩვენა ჩასხდომის ბარათი, რომელზეც მისი სახელი და თვითმფრინავში ადგილის ნომერი იყო მითითებული.
ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა – ბორტზე 242 მგზავრი იმყოფებოდა