როგორც დასავლური მედია წერს, მელანია ტრამპი მეუღლესთან განქორწინებას გეგმავს. „დეილი მეილს“ სანდო წყარო უდასტურებს, რომ ეს გადაწყვეტილება მელანიამ დიდი ხანია მიიღო და მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდებოდა.
ყოფილი პირველი ლედის ასევე ყოფილი თანაშემწე, სტეფანი ვოლკოფი კი ყვება, რომ მეუღლეებს მხოლოდ საქმიანი კონტრაქტი აკავშირებდათ და ეს ქორწინება თავიდანვე ფორმალური იყო. მეტიც, ის ამტკიცებს, რომ დონალდსა და მელანიას თეთრ სახლში, სხვადასხვა ოთახებში ეძინათ.
დონალდ და მელანია ტრამპები უკვე 15 წელია ერთად არიან, მათ ქორწინებიდან 14 წლის ვაჟი ჰყავთ.